Mercedes VS BMW commercials


bmw--mercedes-logos-mergedორი მსხვილი, ყველაზე ცნობადი ბრენდის სარეკლამო დუელი !!  ორი ყველაზე პოპულარული მარკის ჭიდილი !!

Mercedes-ისა და BWM-ს საავტომობილო ინდუსტრიიდან შემოქმედებით სარეკლამო კამპანიამდე გადაზრდილი პაექრობა !!.

ეს ორი უზარმაზარი ბრენდი ერთმანეთს მუდმივად ეპაექრება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Mercedes უფრო ხნიერია და BMW მას რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება ასაკში. თუმცა,  მათი “შეჯიბრი” თითქოსდა თანაბარი ძალებით თანაბრ პირობებში მიმდინარეობს.

ზოგი რაუნდის გამარჯვებული ერთი მარკა გახლავთ, ზოგისა კი – მეორე … ფაქტია, მათ გამარჯვებას დამარცხება და მოპაექრის წარმატება მოჰყვება ხოლმე. თუმცა, არ გეგონოთ, რომ მარცხი მოწინააღმდეგის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდეს… უნდა გავითვალისწინოთ – მათი ორთაბრძოლა “Tom & Jerry-ის” მუდმივ ოინბაზობას ჩამოგავს.

ორივე ბრენდი მუდმივად ცდილობს რაც შეიძლება მეტად დახვეწოს  ავტომობილის ის ფუნქციები და თვისებები, რითიც ის საერთო ბაზარზე პოზიციონირებს.

Mercedes-ის მთავარი ძალა მისი უსაფრთხოებისა და კომფორტისკენაა მიმართული, BMW კი ყველასათვის ცნობილია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმავალ მანქანად.

ავტომობილის დიზაინისა და სტილის დახვეწაზე კი არც ერთი მათგანი არ იშურებს ძალ-ღონეს…

ძნელია, კონკრეტულად თქვა, რომელი მარკის ავტომანქანა უფრო თვალწარმტაცია შენთვის და რომელი სჯობს …

თუმცა, ორივე ბრენდს, მსოლფიოს მასშტაბით უამრავი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც თავისუფლად დაგიფიქსირებენ საკუთარ აზრს არგუმენტირებულად.

მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება… ორივე მარკა გარეგნულად ძალიან დახვეწილი და ლამაზია…

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ისედაც ცნობილი “ამბის” შესახებ,  პირდაპირ გადავალ და გეტყვით, რომ დღეს მე გთავაზობთ ამ ორი უმსხვილესი ბრენდის  სარეკლამო პაექრობას.

ეს კი აუცლებლად უნდა აღინიშნოს, Mercedes-ის მარკა დიდი ხანი არ იყენებდა ვიდეოტიპის რეკლამებს, თუმცა კონკურენცია რა არის, რომ არ გიბიძგოს სხვადასხვა სახის ნაბიჯების გადადგმისკენ.

მაშ ასე !!

ორი პოპულარული საავტომობილო მარკის, Mercedes-ისა და MBW-ს სარეკლამო ორთაბრძოლა !

რაუნდი I:

1. Mercedes  “soul”

აქ სინდისი შემაწუხებს, არ ვახსენო ერთ-ერთი youtube-ს მომხარებლის კომენტარი:
“29,900$?? go ahead, take my soul”…

2. BMW   “stone age”

3. Mercedes  “Magic Body Control”

Mercedes Benz-ის ოფიციალური პროფილის კომენტარი ვიდეოზე:
“what do chikens and mercedesBenz have in common??  stability at all times !..

oh, and by the way: no chikens were harmed in the making  of this. that’s what we call  Magic Body Control !!”

4. BMW  “jump for joy”

პირველი რაუნდის გამარჯვებულის დასახელება თქვენზე მომიდვია, ახლა კი

რაუნდი II:

5. Mercedes  “beauty is nothing without brain”

6. BMW  “mother in law”

7. Mercedes  “are you ready?”

8. BMW  “merry christmas”

კვლავ თქვენი გადასაწყვეტია რომელ ბრენდს მიანიჭებთ გამარჯვებულის ტიტულს, რომელს კი დამარცხებულის “ნომინაციას” …

თუმცა, მესამე ვარიანტიც გვრჩება, იქნებ ორივე თანაბრად მოგეწონათ და ფრე იყო მათი დუელის დასასრული??

ჰმმ… დუელში ფრე თითქმის გამორიცხულია, ანუ რა გამოდის, ორთაბრძოლა გრძელდება?? :))
ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი სწორედ ის ფაქტი გახლავთ:  რომ არა ერთ-ერთი მარკა, მეორე შესაძლოა ასეთი პოპულარულიც არ ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ამ ორი ბრენდის მუდმივი ჭიდილი როგორც ერთმანეთს, ასევე მათ მიმდევრებსაც ძლიერ ახალისებს და ახლის შექმნის სტიმულს აძლევს…

იმედია პოსტი არ იყო მოსაწყენი და მოგეწონათ.  თუ რაიმე შენიშვნები გექნებათ, შეგიძლიათ მიგვითითოთ და ვეცდებით მათ გამოსწორებაზე. თუ რაიმე სურვილის გამოთქმა გსურთ, ნურც მაგას მოერიდებით… ჩვენს პოსტზე სრული ჰარმონია და დემოკრატია გვინდა სუფევდეს !! ^^

პატივისცემით: SweeT CooCktaiLs…

წყარო: http://www.youtube.com/   და მისი რამდენიმე კომენტარი :დდ

ავტორი: ფიქო

Leave a comment