პოსტი სერიიდან: “განწყობისთვის” #1


romantic_evening-1576247პოსტი, რომელიც შეგიქმნით კონკრეტული სიტუაციის შესაფერის სასიამოვნო განწყობას და რომელიც პერმანენტული ხასიათის იქნება დღეიდან ^_^ მშვიდი საღამო, მუქი, ლურჯი ფერის ინტიმური სინათლე, თეთრი როიალი და

მისი ნაზი, ჰაეროვანი ბგერები… კომფორტული, ბალიშებიანი სავარძლები,

საშუალოზე ოდნავ დაბალი, ლამაზად და სადად გაწყობილი მაგიდა ორისთვის,

თვალისმომჭრელად მბზინვარე, 1923 წლის შავი ღვინით ნახევრად სავსე “fიუჟერები”.

მგრძნობიარე, ნაზი ღიმილი და ოდნავ ვნებამორეული თვალები…

ზომიერად თბილი გარემო, აი, ისეთი, მთელი სხეულით რომ გრძნობ მას და

 რაც მთავარია – გემოვნებიანი მუსიკა !! :)))

მივუძღვნათ დღევანდელი საღამო მშვიდ, რომანტიულ მუსიკასა და იმ გარემოს, სიტუაციას, სადაც ამ დროს ვისურვებდით ყოფნას… ოღონდ, ამჯერად, ჩვენს წარმოსახვაში… :))

ავტორი: ფიქო

Leave a comment