ვულკანის ამოფრქვევის საოცარი კადრები ჩილედან !!


შუაგულ ჩილეში სასწაულებიც მომხდარა თურმე , მე კიდევ, აქ ვზივარ მშვიდი სახით და ბლოგინგს მივსდევ (იქნებ დავეწიო)    ⁀⊙﹏☉⁀

მოკლედ, პლანეტის მივარდნილი კუთხე ეძახე შენ და ჩილელმა ფოტოგრაფმა მაშინ ისეთი ფოტოები გამოაცხო, თვითონაც კინაღამ ზედ მიაცხვა. ვულკანმა აქაოდა დიდხანს ვემზადებოდიო და ამოიფრქვა მართლაც ფოტოშოპს რომ შეშურდება, ისეთი სანახაობით. რაღათქმაუნდა ჩილეს მოსახლეობა ძალიან შეაწუხა ეკოსისტემის გააქტიურებამ, ურუგვაის და არგენტინასაც გადასწვდა და ხალხს გაახსენა , რომ დედამიწის სტუმრები ვართ, თუმცა ღორულად ვექცევით, რის შედეგებსაც კარგა ხანია ვიმკით უკვე. მას შემდეგ თითქმის 3  წელი გავიდა, პლანეტა კი დღითი დღე უფრო მეტი პლასტმასის ნარჩენით და სულისშემხუთველი გაზებით იწამლება. მუდმივი არაფერია, ჩვენც ამ დროის მონაკვეთში ვართ გაჩხერილები. მიუხედავად იმისა, რომ ეს “მწვანე” პოსტი არ არის და მხოლოდ ფოტოების გაზიარებას ემსახურება, სათქმელს გადავუხვიე და მაინც “გამოვთათხე” უგულო საზოგადოება. დროა მოვუფრთხილდეთ იმას, რაც დარჩა, თორემ ბუნება კიდევ გაგვანებივრებს სანახაობრივი სიურპრიზებით, რასაც არა მგონია სასიამოვნო შედეგები მოყვეს…  ჰო.. ფოტოებს დავუბრუნდეთ, ნახეთ და შეაფასეთ : )

erupted-volcano-chile-francisco-negroni-13

erupted-volcano-chile-francisco-negroni-4

erupted-volcano-chile-francisco-negroni-6

erupted-volcano-chile-francisco-negroni-5

erupted-volcano-chile-francisco-negroni-3

erupted-volcano-chile-francisco-negroni-7

erupted-volcano-chile-francisco-negroni-8

erupted-volcano-chile-francisco-negroni-9

erupted-volcano-chile-francisco-negroni-14

erupted-volcano-chile-francisco-negroni-15

erupted-volcano-chile-francisco-negroni-12

erupted-volcano-chile-francisco-negroni-11

 

 

წყარო: francisconegroni.cl

ავტორი: ნინი

Leave a comment