ნლპ ტექნიკა – მიზნის მიღწევის პროგრამის შექმნა


hhალბათ გსმენია ნლპ-ს შესახებ, შესაძლოა ყურმოკვრითაც კი არ გაგიგია, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია, რომ მიზნის მიღწევა შენც ისევე ძალიან გინდა, როგორც ყველა ნორმალურ, მოაზროვნე ადამიანს. ჰოდა, გთავაზობ ერთ მარტივ ტექნიკას, თუ გინდა – გამოიყენე :)))

რაკიღა ბლოგზე პირველად ვწერ ნლპ-ს შესახებ, ვეცდები ოდნავ მაინც განვმარტო რას წარმოადგენს ის. უპირველეს ყოვლისა, ის ეირო  ინგვისტური   როგრამირებაა… არ დავიწყებ იმაზე საუბარს ვისი შექმნილია და ა.შ. ინტერნეტ სივრცეში ისედაც მრავლადაა ამაზე ინფორმაცია, თუ გინდა საჭირო “ლინკებითაც” მოგამარაგებ (მაგ: http://nlpforu.wordpress.com/)…

მოკლედ, გინდა მიაღწიო წარმატებას??

გსურს შენი შესაძლებლობების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაამრავლო და რაც გქონდა ისინი მაღალი მაჩენებლით გააუმჯობესო??

ალბათ, სურვილების ასრულებაც გენდომება, ვინ იცის :))

გინდა, ბევრად უფრო პრაქტიკულად, მოხერხებულად და აღსაფრთოვანებლად მარტივად შეხედო იმას, რაც შენს გარშემო ხდება??

გინდა იყო ის, ვინც გინდა რომ იყო??

“გინდა-ს” ჩამონათვალი იმდენივე იქნება, რამდენიც გინდა რომ იყოს :))

დიახ, ნლპ-თი შეგიძლია მიიღო ის, რაც გინდა …

“ის” ბევრი რამ შეიძლება იყოს, ასეა ხომ? :))

ახლა თავად გადაწყვიტე, გაეცნობი ნლპ-ს ამ და სხვადასხვა ტექნიკებს და გამოიყენებ თუ არა მას შენს ცხოვრებაში, მე მაინც მოგიყვები, იქნებ თანახმა იყო :))

მიზნის მიღწევის პროგრამის შექმნა:

1. შექმენი იატაკზე ცხოვრების ხაზი და მონიშნე მასზე დრო (მომავლის დრო) – დიახ, დაიხედე იატაკზე, წარმოსახვაში გაავლე ხაზი, აღნიშნე მომავლის წერტილი (თუ გინდა თეთრ პატარა ფურცლით);

2. დადექი აწყმოს წერტილში და აღწერე შენი პრობლემა (გინდა წარმოსახვაში, გინდა ხმამაღლა, შენთვის რომელიც უფრო კომოფრტული იქნება). დაუსვი შენს თავს შეკითხვა: “რისი მიღწევა გსურს ??”

3. წარმოიდგინე შენი თავი, რომელმაც უკვე მიაღწია მიზანს და ინტუიციის გამოყენებით განალაგე ის მომავლის იმ წერტილში, სადაც შენი აზრით ეს მიზანი მიღწევადია  – ყველანაირად ეცადე, მიღწეული მიზნის წარმოდგენა რაც შეიძლება შთამბეჭდავი იყოს შენთვის, თუ შავ-თეთრ ფერებში ხედავ – გააკაშკაშე … როგორ ხედავ, სურათებს თუ კადრებს?? კადრები ჩართე… პატარაა?? ნატურალურ ზომებში წარმოიდგინე ყველაფერი…

4. გამოდი აწმყოს წერტილიდან და დადექი მიზნის მიღწევის წერტილში. კარგად წარმოიდგინე უკვე მიღწეული მიზანი. რას ხედავ ამ დროს?? რას გრძნობ და რას ფიქრობ??

5. უკუსვლით წამოდი მომავლიდან აწმყოსკენ და წარმოიდგინე მიზნამდე არსებული შუალედური ეტაპები – მინიმუმ 7. თუ რომელიმე ეტაპის წარმოდგენა გიჭირს, ე.ი. არ გაქვს მოქმედებისთვის საჭირო სრული და ხარისხიანი ინფორმაცია. გაერკვიე კარგად, რა სხვა ინფორმაციის მოპოვება გჭირდება უკეთესი დაგეგმარებისათვის ??

6. როდესაც ყველა შუალედური ეტაპი დასახულია, გამოდი დროის ხაზიდან და შეხედე მიზნის მიღწევის გეგმას გვერდიდან. რას დაამატებდი კეთილმოსურნე კირტიკოსის თვალით ?? როგორ გააუმჯობესებდი მას??

7. შეიტანე ყველა საჭირო ცვლილება გეგმაში;

8. დადექი აწმყოს წერტილში და დაგეგმე მინიმუმ პირველი სამი ნაბიჯი მიზნისკენ. დაასახელე ამ ნაბიჯების განხორციელების თარიღები;

9. დაუსვი შენს თავს კითხვა: “ახლა, როდესაც გაქვს ასეთი სამოქმედო გეგმა, რისი გაკეთების საშუალება მოგეცა ???”

მთავარია ყველა პუნქტი კარგად და სწორად შეასრულო… შედეგი თავად განსაზღვრე…

ეს შეგიძლია როგორც საკუთარ თავზე გამოსცადო, ასევე დაეხმარო ახლობელს, მეგობარს, უბრალოდ ნაცნობს და ა.შ.

თუ გინდა და თუ წარმოდგენაში გეხმარება, შეგიძლია საყვარელ და შენთვის საამისოდ შესაფერის მუსიკასაც მოუსმინო, მე პირადად ასე ვიქცევი ხოლმე…

იმედია გამოიყენებ და სასურველ მიზანსაც მიაღწევ :))

ოღონდ !!  დიიიდი ოღონდ !! გაითვალისწინე, შენი მიზანი, მაქსიმალურად უნდა იყოს ეკოლოგიური, ის არ უნდა არღვევდეს სხვის თავისუფლებას, არ უნდა უშავებდეს არავის არაფერს, მათ შორის არც შენს თავს… თორემ, საამისოდ მოიმკი კიდეც… გაუფრთხილდი სხვის ნებას ისე, როგორც უფრთხილდები შენსას და

          Everything Will Be OK! ;)))

jj

ავტორი: ფიქო

Leave a comment