ჰოლივუდის ფილმები რეალობად იქცა – ანუ ახალი სამეცნიერო მწვერვალები ჩვენი ყოველდღურობა გახდება!


4aa2cd58d3bd9a0935af10f6ba9504a83528ed2ac470b723d076640ed52d5084

შემთხვევა – როცა აღწერა ემთხვევა რეალობას.  რაც შეუკვეთე, ზუსტად ის რომ ჩამოდის :Oრამდენი ფილმი გვინახავს, რომელიც რეჟისორისა და სცენარის ავტორის წარმოსახვით სამყაროს აშიშვლებს.

რამდენი  კადრისთვის გვიყურებია აღტაცებულებს, სადაც მფრინავი მანქანები ჰაერში დაცურავენ,  თავის ტვინის სტიკერებით ფიგურულ აიკიდოსა თუ იაპონურ ენას სწავლობენ 5 წუთში და ფარული ლინზების მეშვეობით ინფორმაციას მსოფლიოს უკიდურეს წერტილში გადასცემენ და აღქმულის 3D მოდელს ქმნიან. ჩამონათვალი

maxresdefault

დღეს თუ არა, ხვალ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რეალობად იქცევა.

მანამდე კი, გარშემო თუ მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ინოვაციამ ჩვენს ყოველდღიურობაშიც შემოაღწია.

mit-nanotechchip_759

ნანომეცნიერება – მეცნიერების სრულიად უახლესი და ინოვაციური მიმდინარეობა. ის შეისწავლის და იყენებს უმცირეს ნანო ნაწილაკებს, რაც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მაგ.: ქიმია, მედიცინა, ბილოგია, ფიზიკა და ინჟინერია.

აღმოჩნდა, რომ ნანონაწილაკები –  ეს სრულიად სხვა, მრავალგანზომილებიან სამყაროა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი ხილული სამყაროსაგან.

ნანომეცნიერების საშუალებით უკვე შესაძლებელი ხდება უკურნებელი დაავადებებისაგან თავის დაღწევა, ცხოვრების ხარისხის რადიკალურად გაუმჯობესება.

Nanorobots-in-medicine

მრავალი პროდუქტი, როომელსაც ყოველდღურად მოვიხმართ, ნელ-ნელა სწორედ ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის საშალებით უმჯობესდება.

ჩემი აღტაცება კი გამოიწვია ერთმა უმნიშნელოვანესმა ფაქტმა. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი საყვარელი პირწიგნაკის მონოტონური სქროლვისას შემომხვდა დასპონსორებული გვერდი – ნანოსამყარო.

ამ სამეცნიერო მიმდინარეობის შესახებ რადგანაც ვიცოდი, ბუნებრივია, მაშინვე გადავედი გვერდზე. აღმოჩნდა, რომ უკვე საქრათველოში არსებობს კომპანია, რომელსაც აქვს ნანოტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია.

დიდი არჩევანი ჯერ არ არის, თუმცა, რაც ვნახე, საუკეთესო აღმოჩნდა 🙂  აქვთ ონლაინ-მაღაზია. საქართველოში ონლაინ გამოწერებში დიდად ბედი არ მწყალობს, გაწბილებული არაერთხელ დავრჩენილვარ, თუმცა, ვინც ერკვევით, გეტყვით, რომ საიტი სანდოა. მისამართის ველის გასწვრივ შესვლილსას გხვდებათ ნიშნული secure”, რაც მომწოდებლისა და შესაბამისად საიტის სანდოობის აღმნიშვნელი. მართლაც, შეძენიდან სამ დღეში ზუსტად ჩამაბარეს ნივთი, არც ზედმეტი თანხა ჩამომჭრია ბარათიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

1

არა, რომ ამართლებს თავის სახელს კომპანია, უკვე კარგია. დღევანდელი მეცნიერებაა თუ ყოფა-ცხოვრება, სრულიად ახალ, ონლაინ-რეჟიმზეა გადასული, ლამის დილით მეც ონლაინ რეჟიმში გავიღვიძო…

8

ჰოდა, გამოწერა-ჩაბარება კაია, “გამისწორდა”. პროდუქტიც თუ გაამართლებდა, ეს უფრო დიდ ინტერესში მაგდებდა.

გ ა მ ო ვ შ ტ ე რ დ ი !!!

1432455520_tumblr_m6ud87LOe71rx19pzo1_1280-600x335

არ მეგონა, რომ  ის, რაც პროდუქტს აღწერაში ექნებოდა,

ოდესმე მართალი აღმოჩნდებოდა………

ყველა პუნქტი, რაც უწერიათ, ნამდვილია !!!

მოკლედ, გამოვიწერე ნანოტექნოლოგიით დამზადებული კბილის ჯაგრისი და ნანოვერცხლის კბილის პასტა.

კსტაწი, პროდუქცია არის სამხრეთ კორეული. ვინც ხარისხს ანიჭებს მნიშვნელობას, მისთვის ეს უკვე ბევრისმთქმელია.

ჯაგრისი არის სუპერ! ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს კბილებს სჭირდება, გამოხეხვისას აღარ მაქვს შეგრძნება, რომ ღრძილებს შკურკით ვწმენდ :))) და ყველაზე მთავარი, იცით???

თუ გინდა, სულაც არ სჭირდება კბილის პასტა…………

ნუ, მაშინ რაში მჭირდებოდა ნანოვერცხლის კბილის პასტა. უბრალოდ ვცადე ესეც…
შემადგენლობაში უწერიათ პოლიეთინოლგლიკოლი, რაც ვიცი, რომ ნანოამლებისა და ნივთიერებების შემცველობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კერძოდ, სწორედ პოლიეთინოლგლიკოლის მოლეკულები ეძებენ დაზიანებულ არეს და მიზანმიმართულად იწყებენ მის აღდგენას.

ჰოდა, რომ უწერია, ღრძილების ანთებას არჩენსო, შეშუპებებს აქრობოს, ტკივილს აყუჩებსო, ათეთრებს, თანაც ქიმიურად არაო  –

არც კი მჯეროდა, რომ მართლა მართალი აღმოჩნდებოდა ! :O 

მაგრად გამისწორდა :))

giphy

ცოტა ძვირი კი ღირს, მაგრამ ამის მერე სხვა ჯაგრისზე და პასტაზე გადამსვლელი აღარ ვარ .

რაღაც ერთი საპონიც აქვთ, იმის ყიდვასაც ვაპირებ, კი გამიკვირდა საპონი ამდენი რატო ღირს-მეთქი, მაგრამ უკვე ვიცი, რატომაც :))

ჰოდა, Respect !!! 

  1. მიხარია, რომ საქართველოც ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ინოვაციურ სამეცნიერო სიახლეებს;
  2. მიხარია, რომ თურმე მართლა შეიძლება არწერა ემთხვეოდეს რეალობას;
  3. მიხარია, რომ ჩემს კბილებს იდეალური მოვლა ეღირსა და ეჭვი აღარ მეპარება პროდუქტის სიკარგეში.

მოკლედ, ბევრი ასეთი წამოყება მინდა ვნახო საქართველოში. ცოტა იმედი მეძლევა, რომ განვითარების გზას ვადგავართ ნამდვილად.

წარმატებას ვუსურვებ ამ კომპანიას და იცოდეთ, გაკვირდებით, ხარისხი არ დააგდოთ სხვა კომპანიებივით (არ დავასახელებ სახელებს). იცოდეთ,

Big brother is watching you!

a-beautiful-mind-big-brother

თქვენც, ვინმემ თუ იცით მსგავსი სიახლე, მსგავსი პროდუქცია ქართულ ბაზარზე ან კომპანია, მომწერეთ, მითხარით. ყველა ასეთი წამოწყება მაინტერესებს. მე ჯერ მხოლოდ ეს ერთი ვიცი და სხვა არც კი მომხვედრია არსად.

მოკლედ, თუ კიდევ ახალს და ასეთ მაგარ რამეს გადავაწყდი, თქვენც გაგაგებინებთ.

see ya!

 

Leave a comment