თეფშები უდაბნოში, ანუ როგორ ვუმზერთ კოსმოსს


ALMA-0001-featured2-990x450

ყველაზე დიდი ასტრონომიული პროექტი სახელწოდებით ALMA, მართლაც შთამბეჭდავია მეცნიერების უახლეს ისტორიაში. ზუსტი მონაცემების მოყვარულებისთვის, ატაკამას უდაბნოში ზღვის დონიდან 16 500 ფუტზე განთავსებულია “სუფრა”, იგივე გიგანტური თეფშები ანუ 66 რადიო ანტენა. მათი მთავარი ფუნქციაა იპოვონ რადიოტალღები კოსმოსში და უფრო შორს .. დაუკავშირდნენ უმაღლეს გონს, დაგვარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ მარტონი არ ვართ ამ უზარმაზარ სამყაროში..

ALMA

მოუხმე ფანტაზიას და წარმოიდგინე ჩილე, ხრიოკი ატაკამა და ბნელი, უმთვარო ღამე, გარშემორტყმული უამრავი თეფშებით, პრიალა მეტალის სახეებით როგორ უმზერენ უსასრულო ცას და ცდილობენ შეიცნონ სხვა გალაქტიკის მზეები.. მსუბუქი ნიავი დროდადრო გახსენებს ადამიანურ გრძნობებს და საოცარ “მეცნიერულ რომანტიკას” გთავაზობს ეს დაუვიწყარი ხედი.. ეს ის მომენტია, რაც სამუდამოდ ამახსოვრდებათ ხოლმე..

ALMA

ნუთუ მხოლოდ ფოტოგრაფებს აქვთ განსაკუთრებული ხედვა და აღქმა?! მე ასე არ ვფიქრობ. ქენონის ობიექტივს რეალური განცდები ჯობია, რომელიც გონებაში ილექება და ყოველ გახსენებაზე იმ ემოციებს გვახსენებს, რაც აღქმისას ვიგრძენით. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი ?!

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღისით ასეთ ლამაზ სანახაობას ნამდვილად ვერ ნახავ, მთელი “გემო” ღამეშია, როცა ათიათასობით ვარსკვლავი დაგციმციმებს მკაფიო, მინისებრი ციდან, დღე კი ხრიოკი მიწა, აქა იქ ამოჩრილი კაქტუსი და ყურპარტყუნა ვირები სულაც არ არის სასიამოვნო სანახავი. თუმცა ფოტოგრაფი რის ფოტოგრაფია, ეს სანახაობაც რომ არ დაეფიქსირებინა, ალბათ პროფესიიდან გამომდინარე, შედარებისთვის ALMA

პოსტი რომ უშნო სანახაობით დამთავრდეს, ვერ გადავიტან (ან გადავიტან, ოღონდ სინდისი არ მომასვენებს მაინც), ამიტომ მართლაც საუკეთესო ფოტოებს დავურთავ მუსიკასთან ერთად , რომელიც ზუსტად იმ განწყობას შეგიქმნის, რაც ამოუცნობ სამყაროებს, კოსმოსს და ვარსკვლავებს შეეფერება : )

                                                                                                                                 ხედი თეფშის შიდა კამერიდან

ALMA

ALMA

alma-array-yoder_77501_990x742

ავტორი: ნინი

Leave a comment